Tuesday, March 4, 2014

არ მსურს ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი..
წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად
წადით .. მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული
და მერე , ლექსები უწერეთ რითმებად.
არ მინდა მაცდურად ყურება თვალებში
უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია..
წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები,
წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან.
არ მსურს ბატონო, , მე ჩემთვის ვიქნები,
რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია,
თქვენ სხვას მიუტანეთ გული და გრძნობები
ჩვენს დედამიწაზე კაცი იმდენია.
არ მსურს ქალბატონო, ჩემი სამყაროა
ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით..
თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა
ხოდა მომიტევეთ, მოხურეთ კარები....

/გვანცა გუბელაძე/