არასდროს არ მესმოდა რას ნიშნავდა სიხარულის
ცრემლები, თუ გიხარია რა გატირებს?? ან თუ ტირი რა სიხარულს გრძნობ?? და
დღეს გავიაზრე, რომ ეს არის რაღაც ძალიან დიდი, არაამქვეყნიური შეგრძნება,
როცა შენს უსაზღვრო სიხარულს ვერ ატევ ღიმილში და გაბრწყინებულ
სახეზე, როცა სრულიად დაუკითხავად რამდენიმე ცრემლი მოსწყდება თვალს,
ნაზად დაგინამავს სახეს და გაქრება ისე თითქოს არც ყოფილა…. ვიღაც კი მოდის
და გაკვირვებული გეკითხება, რა გატირებს?? შენ უცებ იაზრებ ყველაფერს,
მერე რამდენიმე წამი ღიმილი დაგთამაშებს სახეზე და პასუხობ იმას რაც
სხვებში გაკვირვებდა- ბედნიერების ცრემლებია... !!!