Saturday, March 1, 2014


კვლავ გიჟურად აშრიალდა მარტი
ალბათ ხვდები, რაღაც უნდა გთხოვო,
ვერ აგიხსნი რატომ შემიყვარდი
ვერ გავუძლებ, მარტო რომ დამტოვო

შორიდან ვგრძნობ შენს ნისლიან მზერას,
სადღაც ახლოს შენი სუნი მეცა,
უკვე ვისმენ შენი გულის ძგერას
წამი ისევ საუკუნედ მექცა.

დაგიკოცნი მოციმციმე თვალებს
უნებურად თუ გავბედავ კოცნას,
დრო და დრო თუ ეჭვები მაწვალებს,
შენ თვალებმა კვლავ იმედი მომცა,

გამიღვიძა გულში ბრძოლის ჟინი
ის მიმქრალი ცეცხლი გამიღვივა,
მეც მარტივით ამირია ტვინი
შენ და მარტი ერთად მათბობთ მცივანს.