მე ვიკრავ სუნთქვას გაზაფხულამდე,
გავყურებ ბილიკს ნატვრებში მყოფი,
ალბათ მიგრძნობ და მოხვალ გულამდე,
ვიდრე, სულ ბოლო სუნთქვად მეყოფი.
თებერვალის ქარი აგიჟებს წყურვილს,
მტოვებს ზამთარი ასე დაზაფრულს...
სუნთქვაშეკრული გიგზავნი სურვილს,
და გელოდებით შენ და გაზაფხულს.
მე ვიკრავ სუნთქვას... ასე უგულოდ,
გთხოვ, ნუ დამტოვებ უგაზაფხულოდ..