Wednesday, March 19, 2014

წუთები...
წამები...
უშენოდ ვწამდები...
გნატრობ და მიტაცებს
შორს...შენი თვალები
თითები...
წარბები...
ტუჩები...
თვალები...
მინდა, რომ ვიხილო
მე შენი ღაწვები
ჩემში ხარ...
ჩემი ხარ...
ნატვრა ხარ...
განძი ხარ...
ოცნება, მიზანი,სიცოცხლე,ცხოვრება
ცამდე ხარ...
მიყვარხარ...
ღმერთამდე მიყვარხარ...
გიყვარვარ?
მითხარი...მითხარი "მიყვარხარ"
მარგუნე ოცნება, უშენოდ გიჟად ვარ
მიშველე, დავიწვი, გავწამდი, დავნაცრდი
მითხარი...მითხარი...მითხარი "მიყვარხარ"
მე ვდნები...
მე ვქრები...
მე ვიწვი და ვკვდები
როდესაც გიმზერ და დარდისგან ვშრები
ფერება მინდება, ო, შენი ფერება
მიყვარხარ, მაოცებ...სისხლი ხარ ვენებთან
ამიხდი, ოცნებავ
მეღირსე როგორმე
წუთები...
წამები...
უშენოდ ვწამდები...
მომკიდე ხელები
უარი აღარ თქვა...
მითხარი " მიყვარხარ...მე შენ მიყვარხარ"