Sunday, March 2, 2014

მე ჩემი პატარა სამყარო მაქვს ...
სამყარო სადაც მეგულებიან ისინი, ვინც გულში მყავს და ვეფერები... დაუღლელად ვუღიმი და იმ გიჟებზე გიჟი ვარ, ვისაც ამ სტატუსით ოფიციალურად მოიხსენიებენ!
ამ სიგიჟით უზომოდ ბედნიერი ...
სავსე სიყვარულით ... სავსე მონატრებით ... მოგონებით ... მოლოდინით .... სავსე შენით ...
სამყარო სადაც არ მაძლევენ უფლებას ვიყო ცუდად , უხასიათოდ , ან უბრალოდ რამე მაწუხებდეს ... ამ სამყაროში ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ ჩემთან ერთად ... იცხოვრებენ ისინი ვინც იმ კარს მიღმა არ მოინდომებენ დარჩენას და შესაბამისად "მარჯვენა ფეხით " შემოვლენ ... სამყაროში სადაც ტკივილსაც ღიმილით ხვდებიან .... სამყაროში სადაც უბრალოდ უყვართ... ყველა და ყველაფერი .... სამყარო –რომლისაც ... ესმით, ან არ ესმით!!! მე ამ სამყაროს პატარა მეპატრონე ვარ – უზომოდ ბედნიერი !