Thursday, March 6, 2014

მინდა მჯეროდეს-----
როცა დროს მითმობ....
როცა მასწავლი რაღაცას ვითომ....
როცა სულს მითბობ....
ისე გიყვარვარ.......
(აზრი არ აქვს, რაზე საუბრობ....
ილაპარაკე...რაც გინდა იყოს).....

მწყინს.....
( შენ იცი, რაც მწყინს, მაგრამ მოგწერ კიდევ ერთი-ორს)
როცა მტოვებ საუბარში ასე გარინდულს....
როცა მიდიხარ......
და როცა თვრები......
რომ დამიმტკიცო,
იიიისე გიყვარვარ....
(აზრი არა აქვს ახლა საუბარს,
რადგან სიტყვები ვერ ამბობენ, რასაც განიცდი)......

მელაპარაკე......
მნიშვნელობა არა აქვს სიტყვებს...
მიმტკიცე... გინდა უაზრობა არსად ნანახი....
მასწავლე.....როგორ მივიდე ღმერთთან....
როგორ ავმაღლდე მთებიდან ცამდის.....
"მთის ნიავქარამ მზის წაწალი სუნთქვად მაქციოს"
აუხდენელი ნატვრა გაქვს ერთი.....

მინდა მჯეროდე.....
და არ მწყინდე.......
მინდა მინდოდე.....
მინდა, რომ იყო ნანდაურიც.....ქმარიც.....უფალიც....
სულის სწორფერავ, ხელისგულზე გიშლიდე სუფრას....
იიისე გიყვარდე.....ვერ იტევდეს გრძნობას სიტყვები......

ილაპარაკე......
რაზეც გინდა ილაპარაკე.....
მინდა მჯეროდე....
და არ მწყინდე......
გისმენ......
გენდობი..