Monday, March 17, 2014

ერთხელ ერთ მოხუც კაცს მეგობარმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჰყავდა მეუღლე.

– ვერ გეტყვი... ალბათ, მუდამ სრულყოფილ გოგონას ვეძებდი – უპასუხა მოხუცმა მეგობარს.

– კარგი რა, დარწმუნებული ვარ ბევრჯერ შეხვედრიხარ ისეთ გოგონას, რომელიც შენი ცოლობის ღირსი იყო...

– არა, მხოლოდ ერთხელ შევხვდი ასეთს. მხოლოდ ერთხელ და მაშინ მივხვდი, რომ იგი ნამდვილად კარგი ადამიანი იყო – ერთადერთი სრულყოფილი გოგონა, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ.

– და რატომ არ დაქორწინდი მასზე ? – იკითხა გაკვირვებულმა მეგობარმა.

– სრულყოფილ მამაკაცს ეძებდა – უპასუხა მწარედ გაღიმებულმა მოხუცმა