Saturday, March 1, 2014


იქნებ გათხოვდეთ... თორემ მე ჭარბად
თქვენით ბახუსი მომეკიდება!
მინდა, რომ გერქვათ - ,,სხვისი” და... ალბათ
თქვენი სტატუსის მომერიდება
თქვენ შეგნიშნავენ სხვა პოეტებიც...
და ჭკუა რომ არ გადაგეკეტოთ,
არანაირი გადამეტებით -
მე გთხოვთ - ცხოვრებაას საღად შეხედოთ!
თორემ იცოდეთ, რომ ვეღარ ივლით
ძვირფას ბეჭდებით, სათითურებით,
და ჩავლილ წუთებს მხოლოდ დაითვლით
თქვენს ნატერფალთან დაყრილ გულებით
მე მეშინია თქვენში იმ შიშის
ყველას რომ გულის ხეთქვას პირდება...
იქნებ გათხოვდეთ... და ღმერთმა იცის -
თქვენი ქმრის მაინც შემეშინდება?
.თქვენ ვერ გაუძლებთ რითმებად ნაცვეთ
გრძნობათა ფურცლის ყუად მოხევას
და პოეტები თქვენ ფულის ნაცლვად
დაგახარჯავენ უხვად ბოჰემას!
მერე შეგშურდეთ იქნებ ვიღაცის
ლამაზი კაბის ან სამკაულის...
ვიცი, ქალს თვალი მაინც იტაცებს
ვიდრე სხეულში ჟრჟოლა დაუვლის!
.ამიტომ მე გთხოვთ , თვალების დახრით,
არანაირი გადაჭარბებით -
იქნებ გათხოვდეთ, გოგონავ, სარფით,
ვიდრე პოეტებს შეუყვარდებით...