Monday, March 10, 2014

10 ძალიან საინტერესო ფაქტები ლეონარდო და ვინჩის შესახებ

ლეონარდო და ვინჩი იყო კატერინასა და სერ პიეროს შვილი. კატერინა გლეხი იყო, ხოლო სერ პიერო მიწათმფლობელი (კატერინა სწორედ მისი ქვეშევრდომი იყო თავიდან), პროფესიით ადვოკატი. ლეონარდო დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს და გარდაიცვალა 1519 წლის 2 მაისს. იგი განათლებას ბერძნულ და ლათინურ ენებზე იღებდა. ძირითადად თვითნასწავლი იყო და სახლის პირობებში უწევდა სწავლა. მისი საუკეთესო ნამუშევრებია საიდუმლო სერობა და მონა ლიზა.
ამ სტატიაში იხილავთ რამოდენიმე საინტერესო და ბევრისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტს მის შესახებ.
#1 ფრინველების სიყვარული
ლეონარდო და ვინჩის ძალიან უყვარდა ფრინველები. იგი ყიდულობდა გალიაში ჩაკეტილ ჩიტებს, რათა შემდეგში ისინი გაეთავისუფლებინა.
#2 პროფესიონალი მრავალ დარგში
ის არამარტო მხატვარი იყო, არამედ იყო მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მწერალი, მუსიკოსი და ა.შ. ფაქტიურად მის ცოდნას საზღვრები არ ჰქონდა.
#3 ოცნება გაფრენაზე
იგი დაინტერესებული იყო ფრენით, მას უნდოდა რომ ადამიანებს ეფრინათ ჩიტებივით. ამიტომ ლეონარდო აკვირდებოდა ჩიტებს და ცდილობდა შეემუშავებინა მფრინავი აპარატის მოდელი. მან შექმნა ჩანახატები, მისი მფრინავი აპარატის მოდელის ჩანახატები ძალიან ჰგავს თანამედროვე პლანერებს.

#4 აბსტრაქტული ჩანახატები
ლეონარდოს ფანტაზია პლანერებზე და საფრენ აპარატებზე არ ჩერდებოდა. მას ეკუთვნის პირველი კალკულატორის იდეა, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების, საბრძოლო მანქანების, წყალქვეშა ნავების და ა.შ. ლეონარდო და ვინჩს იმ დროინდელი ხალხი მომავლიდან მოსულსაც კი უწოდებდა. 2000 წლის დეკემბერში სკაიდაივერი ედრიან ნიკოლასი სამხრეთ აფრიკაში დაეშვა ლეონარდოს დიზაინის მიხედვით შექმნილი პარაშუტით.
ასე გამოიყურებოდა მისი ტანკის ჩანახატი:

#5 ანატომია
იგი ადამიანის სხეულის შესწავლის ექსპერტი იყო. იგი იყენებდა მის გამოკვლევებს, რათა შეექმნა ნახატები. ამ მხრივ მისი ცნობილი ნამუშევარია ვიტრუვიანელი ადამიანი. ნახატი აღწერს ადამიანის, კერძოდ კი მამაკაცის პროპორციებს.
 #6 მონა ლიზა და სხვა ცნობილი ნამუშევრები

ამბობენ, რომ მონა ლიზას ტუჩების დახატვას, ლეონარდომ 10 წელი შეალია. მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე.
1994 წელს კომპანია “Microsoft”-ის დამაარსებელმა, ბილ გეითსმა ლეონარდო და ვინჩის “ლესტერის კოდექსი” 30.8 მილიონ დოლარად შეიძინია. “ლესტერის კოდექსის” წაკითხვა მხოლოდ სარკის დახმარებითაა შესაძლებელი. “ლესტერის კოდექსში” წერია ლეონარდოსებრი განმარტებები, რაც ეხება წყლისა და მთვარის მოძრაობას. ასევე აქ წერია ლეონარდოს სხვა მრავალი აღმოჩენებისა და სამეცნიერო ნამუშევრების შესახებ.
#7 მისი მოსაზრებები სინათლეზე
ლეონარდო იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ცა არის ლურჯი, რადგან ჰაერი ასე ფანტავს სინათლეს. ასევე იგი მიხვდა, თუ რატომ ჩანდა ხანდახან მთვარის მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
#8 სარკისებრად წერა
იგი სპეციალურად უკუღმა წერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწერების წასაკითხად სარკე დაგჭირდებათ. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მას საკუთარი ნამუშევრების საქვეყნოდ გავრცელება არ სურდა.
ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ მას შეეძლო ერთი ხელით წერა, ხოლო მეორე ხელით კი ხატვა.
#9 საზოგადოებისგან გამორჩეული
მას მომავლიდან მოსულს ტყუილად არ ეძახდნენ. იგი ვეგეტარიანელი იყო, ეს კი იმ ერისთვის საკმაოდ უცნაური და უჩვეულო ფაქტი იყო. ის გამოირჩეოდა ჰუმანური ქმედებებით.
ასევე გეტყვით, რომ იგი არ ყოფილა მდიდარი, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს მაინც ეხმარებოდა. იმ დროს ფურცელი ძვირი ღირდა, ამიტომ ერთ ფურცელს რაც შეიძლება ბოლომდე ავსებდა ეკონომიის მიზნით.
#10 საიდუმლო სერობა
ეს ფაქტი ყველაზე მეტად მხიბლავს და არ შემიძლია 2-3 წინადადებით შემოვიფარგლო. წარმოგიდგენთ ისტორიას, თუ როგორ დაიხატა საიდუმლო სერობის პერსონაჟები.
ეს ისტორია ნამდვილად საინტერესო და ყურადსაღებია.
12 მოციქული და თვითონ იესო ქრისტე დახატულია რეალური ადამიანების სახეების მიხედვით.
როდესაც და ვინჩიმ გადაწვიტა ამ შედევრის დახატვა, მან ასობით ადამიანის სახე დაათვალიერა. იგი ეძებდა სახეებს რომლებიც განასახიერბდნენ უმანკოებას, სილამაზეს. სახეებს რომლებსაც არ ჰქონდათ შრამები და არ ეტყობოდათ დამძიმება ცოდვებისგან.
ეს ძებნა რამოდენიმე კვირა გაგრძელდა. საბოლოოდ ქრისტეს დასახატად და ვინჩიმ აარჩია 19 წლის ახალგაზრდა. მან მის სახეში ქრისტეს სათნოება და უმანკოება დაინახა. ეს ახალგაზრდა მომღერლების გუნდის წევრი იყო. 6 წლის განმავლობაში შრომობდა ლეონარდო ნახატის დასასრულებლად. მან 11 მოციქული წარმატებით დახატა. ახლა დრო იყო დაეხატა მე-12 მოციქული. ეს იყო იუდა, თვით ბოროტება, ვინც იესო 30 ვერცხლის მონეტაში გაცვალა. მრავალი კვირა ეძებდა და ვინჩი იუდას შესაფერისს ადამიანს. ბოროტებით და ცოდვებით ავსებულ სახეს. ეძებდა ისეთ პერსონაჟს, რომლის შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ იგი თავის საუკეთესო მეგობარსაც გაყიდდა.
მრავალი ძებნის შემდეგ, და ვინჩიმ მიაგნო პატიმარს, რომელიც რომის საპყრობილეში იყო დამწყვდეული და სიკვდილით დასჯას უპირებდნენ ჩადენილი დანაშაულების გამო. და ვინჩი ჩავიდა რომში. დაინახა თუ არა ეს ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამას ეძებდა იგი… ეს შესანიშნავი მოდელი იყო იუდას დასახატად.
მეფის სპეციალური ბრძანებით, ეს ადამიანი მილანში წაიყვანეს, სადაც ლეონარდომ თავისი ნახატი საბოლოოდ დაასრულა. როდესაც მან ჩანახატის ბოლო შტრიხები დაასრულა, სადაც ეს ადამიანი იყო აღბეჭდილი, უბრძანა მცველებს, რომ პატიმარი უკან წაეყვანათ საპყრობილეში. ამ დროს პატიმარი დაუსხლტა მცველებს, მივარდა და ვინჩის და უთხრა:
“ო, და ვინჩი, შემომხედეთ! ნუთუ ვერ მიცანით?”
და ვინჩიმ უპასუხა:
“არა, მე თქვენ არასოდეს მინახიხართ, სანამ რომის საპყრობილეში არ გიხილეთ პირველად.”
პატიმარმა ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა:
“ო, ღმერთო, ნუთუ ასე დავეცი?”
შემდეგ მტირალი სახით მიუბრუნდა ლეონარდოს და უთხრა:
“ლეონარდო და ვინჩი! კიდევ ერთხელ შემომხედე! მე ის პიროვნება ვარ, ვინც შენ 7 წლის წინ გამოიყენე ქრისტეს ფიგურის დასახატად!”
ეს მართალია. ლეონარდომ იესოსა და იუდას დასახატად ერთი პიროვნება გამოიყენა.