ბავშვობაში მინდოდა ისეთი სახლი მქონოდა, რომელიც ყველასგან მოშორებით
იქნებოდა. სადმე ხის ტოტებზე ჩამოკიდებული ან ჰაერში გამოკიდული. მერე,
ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი რომ ამ ოცნებას ფრთებს ვერ შევასხამდი,
რეალურად დავიწყე ფიქრი და ოცნებაც შევწყვიტე… მხოლოდ სურათებით
ვიკმაყოფილებდი თავს, მაგრამ სადღაც გულში მაინც მინდოდა მიყრუებული ადგილი
მქონოდა, მარტო ჩემი, რომელიც არავის ეცოდინებოდა…რომ ჩემს ფიქრებთან და ოცნებებთან მარტო დავრჩენილიყავი ...