Sunday, March 2, 2014

ფიქრი არასდროს არ არის ცოტა. როცა ფიქრობ, ბევრს განიცდი, ბევრს გრძნობ და ბევრსაც ამბობ თუ რა თქმა უნდა არ გეშინია. ეს ის პერიოდია, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. ფიქრის საზღვარი დიდი ხანია გადავლახე და საზღვარსგაცდენილი, იქ, სადაც არაა მიზიდულობა, ღია სივრცეში უფერულ გზებზე დავბოდიალობ.ალბათ ესეც იმ ჩარჩოების დამსახურებაა, რომელიც აზრების კოსმოსში არ არსებობს, უფრო სწორად რომ ვთქვათ უჩარჩოობის. ქვემოდან, დედამიწელი, რომელიც თავისივე შექმნილ სტერეოტიპს აშენებს ირონიულად მეუბნება: „ეს არ არის ნორმალური“, „შენ ამაზე არ უნდა ფიქრობდე“, მე კი დინების არგამყოლი, მშვიდად, რამდენადაც ეს არ შემიძლია ვიღიმი და პირველად ჩემს ცხოვრებაში, ჩუმად ვარ!!!