Friday, March 21, 2014

უნიჭო ვარ
უარვყოფ მტკიცებას
ნებისმიერს,
შენი ცრურწმენისაც კი
უსიტყვოდ მწამს.
რადგან მჭირს სინანული
ზეცისმიერ,
ბედნიერებაში
უნიჭო ვარ.
თუმც წერას,
უკვე ხარკად,
ბუნებაც მთხოვს,
ყოფითს
არ ვმორჩილებ
რეგალიებს,
დაუკითხავად და
უნებართოდ
მთელი სამუზეთი
შეგალიე.
თვალებს ნუ დააბრალებ
უთქმელობას,
და წყალსაც წაუღია
ეს ლექსები...
მე ვცურავ წყურვილში და
უშენობას,
ერთხელაც მიმატოვოს,
ვეხვეწები.