Saturday, March 1, 2014

წარსული კაეშნად გროვდება,
მივნატრი შენს წარბებს,წამწამებს,
უმთოდ და უშენოდ ცხოვრება,
მაწამებს,
მაწამებს,
მაწამებს.

რამდენი ვიარე გოდებით,
რამდენი გეძებე, გზა და გზა,
ეს ჩვენი ცალ-ცალი გრძნობები,
გადარჩა,
გადარჩა,
გადარჩა.

და ასე დაცლილი სევდისგან,
ფურცლებზე ლექსებად ვიბნევი,
მეტი გზაც არ დამრჩა ბედისგან,
გიმღერი,
გიმღერი,
გიმღერი.

მოგტაცე მაგ თვალთა ფერები,
სიზმრებში ოცნებად ვინახავ,
ამ სიზმრებს ვეღაც მე ველევი,
მიყვარხარ,
მიყვარხარ,
მიყვარხარ.